თეატრის

შესახებ

glada hudik tetaern

„გლადა ჰუდიკ თეატრი“

ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა.
„გლადა ჰუდიკ თეატრი“ მუნიციპალური ორგანიზაციაა შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალში. თეატრის დასი ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებისგან შედგება. ორგანიზაციის მიზანია, ყველამ შეძლოს იმის კეთება, რაც კარგად გამოსდის და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის განვითარების ხელშემწყობი და შინაარსიანი საქმიანობა. ჩვენ მოთხოვნებს ვუყენებთ და პირობებს ვუქმნით ადამიანებს იმისათვის, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ. თეატრი აწყობს ისეთ შეხვედრებს, როგორებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერ შედგებოდა. ამ შეხვედრების შედეგად კი შიშსა და სტერეოტიპებს ურთიერთგაგება, ემპათია და მეგობრობა ენაცვლება.
თეატრს დიდი წარმატება მოუტანა წარმოდგენამ „ელვისი“, ფილმმა „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“, სარეკლამო პროფილმა „იკა-იერი“, „ოზის ჯადოქრის“ თანამედროვე ინტერპრეტაციამ და სულ ახლახან კი ფილმმა „ქეთოლკ“.
თეატრის საქმიანობა ასახულია რამდენიმე დოკუმენტურ ფილმშიც, რომლებიც შვედურმა სატელევიზიო არხებმა საუკეთესო საეთერო დროს გაუშვეს; დასის მსახიობები კი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

შვედეთის უდიდესი ინიციატივა მრავალფეროვნების მხრივ

„გლადა ჰუდიკ თეატრი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თეატრი. გვჯერა, განსხვავებები ავითარებს საზოგადოებას და მრავალფეროვანი შეხვედრები კი ინტეგრაციის საფუძველია. საღად მოაზროვნე საზოგადოება მიესალმება მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას.

ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან

თეატრალურ საქმიანობასთან ერთად „გლადა ჰუდიკ თეატრი“ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მაგალითია პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რომელიც მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
ინტეგრაცია არ მოიაზრებს ყველა ადამიანის ერთმანეთზე დამსგავსებას, პირიქით, ინტეგრაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველანი განსხვავებულნი ვართ. უნდა მივიღოთ და ვისწავლოთ იმის დაფასება, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. თქვენ შეიძლება ვერ შეცვალოთ სამყარო, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი კლასი.
ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება სხვადასხვა შეხვედრის ორგანიზებაა, რომელზეც ნებისმიერი საჭიროებისა და ინტერესის მქონე ადამიანები შეიკრიბებიან. „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ამ შეკრებებს უწოდებს „შეხვედრები ბარიერების გარეშე“. სწორედ ამიტომ, გვსურს, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ განსხვავებულობასთან შეხება. მსგავს გარემოში ყველა რაღაც ახალს ისწავლის: ის, ვინც საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობებზე ისაუბრებს და ისიც, ვინც ამა თუ იმ განსხვავებულობის დანახვასა და მიღებას შეძლებს.

არსებული პროექტი არაფერს ებრძვის, ის იბრძვის იმგვარი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელშიც ყველა ერთნაირად ღირებულია და რომელშიც ყველას მიეცემა საშუალება, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
პროექტის მიზანია კარგი მაგალითის ჩვენებით საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების შეტანა.
მრავალფეროვნების კუთხით მუშაობის პროცესში ვგეგმავთ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას და ჩვენი კონცეფციის საზღვარგარეთ გავრცელებას. „შვედეთში ამ პრობლემებთან ბრძოლის გრძელი გზა გავიარეთ და, იმის მიუხედავად, რომ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია, გვინდა, ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ“, – აღნიშნავს პერ იოჰანსონი, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ დამფუძნებელი.

0
    0
    Din kundvagn
    Din kundvagn är tomÅtervänd till Shop